LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიის მთაში მოყვანილი ქართული ჩაი შეიძლება საფრანგეთში დააფასოონ

330

კომპანია ”გეოაგო-15” ის მიერ წარმოებული  ”ჩაი N101” ბაზარზე თავის დამკვიდრებას მაღალი ხარისხით გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგიშვილმა განუცხადა, უახლოეს მომავალში საწარმოში ფრანგ სტუმრებს ელიან, რომლებმაც შესაძლოა ”ჩაი N101” შეიძინონ და ის საფრანგეთში დააფასოონ.

”მთავარ აქცენტს პროდუქციის წარმოებისას ხარისხზე ვაკეთებთ, შესაბამისად, არ არის გასაკვირი რომ ჩვენი ჩაით უცხოელები ინტერესდებიან”, – აღნიშნა გოგიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ”გეოაგო-15” გურიაში მცირე ზომის საწარმოს აკეთებს. მშენებლობის პროცესი უკვე დასრულებულია და მისი დანადგარებით აღჭურვა მიმდინარეობს.

”მაისში უკვე ველით ჩაის მოსავალს. ვაწარმოებთ ჩაის რამდენიმე სახეობას, მათ შორის, მაღალი ხარისხის ბიოლოგიურად სუფთა დუყის ჩაის. 6 ჰექტარზე განთავსებულია ინდო-ჩინური ჩაი, ხოლო 2 ჰექტარზე- ქსენია ბახტაძის მიერ გამოყვანილი ჯიში, რომელიც განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა.

”ჩაი N101”  ამზადებს ასევე დუყის წვერის ჩაის, რომელშიც თეთრი ტიფსები არის გარეული და რაც ქმნის უნიკალური ფერისა და გემოს ნაყენს. ვაწარმოებთ მოცვის ჩაისაც, რომელიც გაზაფხულზე იკრიფება ბახმაროს მთებში, არის ეკოლოგიურად სუფთა და გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

როგორც გიორგი გოგიშვილმა განმარტა, ”ჩაი N101”  მაღაზიებში უკვე იყიდება  და მასზე მოთხოვნა დიდია.

”ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომა, ხარისხი კი უმაღლესი- შესაბამისად, ჩვენი ჩაი მარტივად იყიდება და რეალიზაციის პრობლემა არ გვაქვს. სამომავლოდ წარმოების გაზრდასა და გაფართოებასაც ვგეგმავთ. მომავალი წლისთვის, ალბათ, უკვე 15 ტონამდე მოასავალს მივიღებთ და მისი უცხოეთში ექსპორტიც იგეგემება”, – აღნიშნა ”გეოაგო-15”-ის  დამფუძნებელმა.

 ცნობისთვის, ”ჩაი N101”-ის 8 ჰექტარი პლანტაციები  გურიის მთიან სოფელ ასკანაში მდებარეობს, საწარმოც სწორედ აქ შენდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g