LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანელო ფერიავ, შემოიარე კონსერვატორიაში და დეპრესია უკანმოუხედავად გაიქცევა: თამარ ივერი ნიჭიერის ნახევარფინალისტს მიმართავს

1534
BeFunky-collage (12)

ქართველი სოპრანო თამარ ივერი პროექტ “ნიჭიერის” ნახევარფინალისტს, თინათინ ბასოშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

“გურჯაანელო ფერიავ, შემოიარე კონსერვატორიაში და დეპრესია უკანმოუხედავად გაიქცევა. ძალიან მუსიკალური გოგო, შესანიშნავი მასალით, საშემსრულებლო ინტელექტით და ლამაზი ტემბრით. თუმცა, სამუშაო კიდევ უამრავია, მაგრამ ამ 17 წლის ასაკისთვის… ეს დიდი მიღწევაა!

პ.ს. (რაც შეეხება ვიდეოში გაჟღერებულ მოსაზრებას… კალასის ტემბრთან მას არანაირი საერთო არ აქვს, მარია კალასს ლამაზი ტემბრი არასოდეს არ ჰქონია. ის გენიოსი იყო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დემონურ-დრამატული ჟღერადობით, ტექნიკით და აზროვნებით. მის ინდივიდუალურ ტემბრს დღემდე მსოფლიოში ანალოგია არ აქვს!!! ასე რომ ნუ დავაბნევთ ახალგაზრდებს”,-წერს სოციალურ ქსელში თამარ ივერი.

ცნობისთვის, „ნიჭიერმა“ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ტალანტი აღმოაჩინა. გადაცემის კულმინაციურ მომენტში „ოქროს ღილაკი“ საოპერო არიის შესრულებისას თინათინ ბასოშვილმა მიიღო.

ვიდეო: „ნიჭიერის“ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი აღმოჩენა და „ოქროს ღილაკი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g