რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, კახეთის რეგიონში თითქმის ყველა მდინარე ადიდდა. სტიქიამ პრობლემები შექმნა გურჯაანში.
ღამით მოსული დიდი ნალექის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა ხევებმა საცხოვრებელი სახლები დატბორა და სოფლებში საუბნო გზები დააზიანა.
ქალაქ გურჯაანში, Ნუცუბიძიხ ქუჩაზე, დანგრეულია საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, დღეს, გამთენიისას დაიწყო.