LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინ ევროკავშირში კითხვარი შევიტანეთ, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი – პრეზიდენტი ბერლინის კედელთან მივიდა

272
სალომე ზურაბიშვილი

გერმანიაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ბერლინის კედელთან მივიდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს კედელი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის არის მაგალითი, რომ ყველაფერი შესაძლებელია:

“ბერლინის კედელი ჩვენთვის, ყველასთვის უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის არის ყველაზე დიდი მაგალითი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი თავდება. ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერი არ არის შეუძლებელი.

გუშინ შევიტანეთ ჩვენი კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი, ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პოპულარულები