„ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დღეს ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საზოგადოება 600 დღის განმავლობაში აცხოვრეს აზრით, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა.
რაც შეეხება გუშინდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვას, კობახიძემ ექსპრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით თქვა, რომ „ეს არის რეზექციის რეკლამა“.
„სააკაშვილის გარშემო 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, საზოგადოება დატანჯეს, ჩვენ მიჩვეული ვართ. 600 დღე ვითომ სააკაშვილი კვდებოდა და საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე, ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული.
„პაპუაშვილო, შემომხედე კარგად.. ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაშია ჩაყენებული“ – მიხეილ სააკაშვილი
„მინდა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში“
გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, ერთი ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა და მეორე, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს. ეს ნორმალურია? ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა, საკუთარ დედას შეაქვს, ეს ხომ ფაქტებია, გაზომილია კალორაჟი, შეგიძლია ზუსტად იგივე მოცულობის საჭმელი შეიტანო მაღალი კალორაჟით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყურადღება ევროპარლამენტარების შეფასებებზეც და თქვა, რომ ევროკავშირის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე ეუბნება, რომ ევროპარლამენტარების მოსაზრებებს არ მოუსმინონ, რადგან ისინი გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არ იღებენ.
