LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ ორჯერ წაუვიდა გული, დაკლებული აქვს 16 კილო…“ – აქციაზე დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, რომელიც მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შიმშილობა შეწყვიტა

109
ნიკოლოზ ჯავახიშვილი

„როგორც ნიკოლოზ ჯავახიშვილის ოჯახის წევრმა მითხრა, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობის შეწყვეტა მოუწია, გუშინ ორჯერ წაუვიდა გული… როგორც მისმა ოჯახის წევრებმა მითხრეს, დაკლებული აქვს 16 კილო“, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

აქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილს, რომელმაც მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა ადვოკატი დღეს მოინახულებს:

„როგორც ნიკოლოზ ჯავახიშვილის ოჯახის წევრმა მითხრა, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას შიმშილობის შეწყვეტა მოუწია. გუშინ ორჯერ წაუვიდა გული.როგორც მისმა ოჯახის წევრებმა მითხრეს, დაკლებული აქვს 16 კილო. გამოვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტაციასაც. გუშინ, ასევე, ვითხოვდით სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლას და აღნიშნულიც არ განხორციელებულა, როგორც ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მითხრა. დღეს უკვე მასთან მე შევდივარ. ასევე, მაქვს მათი [სახალხო დამცველის წარმომადგენლისა] და ჩემი კომუნიკაციის აუდიო ჩანაწერი, რომელზეც გაფრთხილებული მყავდა რომ იწერებოდა, სადაც უარს მიცხადებდნენ იმ მომენტში შესვლაზე, [ამბობდნენ] შევალთ, მაგრამ არ ვიცით როდისო. თუმცა, შაბათს შევიდნენ, მაგრამ ვერაფერი მოაგვარეს“, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ჯავახიშვილი სხვა პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა 21 იანვარს დაიწყო.

ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი: „20 წლის ბიჭი საკანში მარტო გადაიყვანეს, იზოლირებულია, არც ტელევიზორი და არც სხვა რამე ბენეფიტი აქვს – სამარტოო საკანში გადაყვანა დამსჯელობითი მიზნით გადაყვანას უტოლდება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g