LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს ლოგიკური ეჭვი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შემოვა – ნინო წილოსანი

93
BeFunky-collageდჯფყჯდტყრესყჯ (1)

11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ხვალ  ოპოზიცია პარტიული სიების ანულირების ხელშეკრულებას გააფორმებს.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი გეგმავენ, რომ სხდომის პარალელურად ხელი მოაწერონ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან.

ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს მთავარ ფუნქციებს-როგორი იქნება პარლამენტი ოპოზიციის გარეშე?

ხვალ ერთპარტიული პარლამენტის სხდომა გაიმართება და ჩვენ უფრო შორს ვიქნებით ევროკავშირისგან, ნატოსგან და უფრო ახლოს ვიქნებით ჩრდილოეთ კორეასთან“,-ამის შესახებ პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მცდელობისა, კომპრომისი ვერ შედგა და ოპოზიციის პროტესტი კიდევ უფრო გაამყარა ირაკლი კობახიძის განცხადებამ.

ქართული ოცნებას“ მძევლად ჰყავს აყვანილი ქართული სახელმწიფო. ყველაფერს  ვაკეთებთ, რომ კომპრომისი და მოლაპარაკება შემდგარიყო, მაგრამ ცნობილი განცხადების შემდეგ, როდესაც ირაკლი კობახიძე დაემუქრა პარტიებს, შეუძლებელი გახდა მოლაპარაკაების გაგრძელება და მივიღეთ ის რეალობა, რომელიც გვაქვს, რაც სასურველი ნამდვილად არ არის“,-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლი“ არის პარტია, რომელსაც მისი თქმით, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით აქვს განსხვავებული ხედვა და კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიულ გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

ოპოზიციის დიდი ნაწილის გაცხადებულ ბოიკოტს დღეს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, კვლავ იმედს გამოთქვამენ, რომ საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ბევრი პარტია და პოლიტიკოსი არ იტყვის.

„ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ აქვთ ლოგიკური ეჭვი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შემოვა.

გარწმუნებთ,მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან ოპოზიციური პარტიები: ირაკლი კობახიძე

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, გვაქვს ძალიან ობიექტური და ლოგიკური ეჭვი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მისი წარმომადგენლები შემოვლენ პარლამენტში და მათი ამომრჩვლის მიერ გამოცხადებულ ნდობას უკვე საპარლამენტო მუშაობაში დააკონვერტირებენ. ეს მოლოდინი იმ ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარეა, რაც ამ ეტაპზე პოლიტიკურ ველზეა შექმნილი“,-განაცხადა წილოსანმა.

„ფორტუნას“ კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ნინო წილოსანი მთელ პასუხისმგებლობას ოპოზიციურ პარტიებს აკისრებს და ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 2 მილიონამდე ადამიანის არჩევანი ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დაუფასებელი იქნება.

როგორც კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული. ოპოზიცია ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. არჩეულია 14 პოლიტიკური პარტია და 9 პოლიტიკური სუბუექტი. 2 მილიონამდე ადამიანი მივიდა არჩევნებზე პანდემიის პირობებში. ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. ეს იქნება ძალიან დაუფასებელი ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. ვისურვებდი, რომ მათ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიეღოთ“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრას ნებისმიერ ფორმატში განიხილავენ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ” 90 მანდატი მოიპოვა. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტის წევრის თანამდებობის დაკავებაზე უარს ამბობს.

მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას 11 დეკემბერს გამართავს.

პარლამენტის პირველი დღის მოლოდინები: სტერილურად ვიღაცები შეიკრიბებიან 

 

 

magti 5g