LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში – ისეთი წონის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის“ – ღუდუშაური

128
ალუდა და ბიძინა

„ჩვენი რეიტინგი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში – ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ აპირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას, გამომდინარე იქიდან, რომ „ის გუშინ საზოგადოებაში ღიად გამოჩნდა“.

ირაკლი ღარიბაშვილი: „2008 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ეს ომი არ მოხდებოდა“

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი, რაც ივანიშვილის გამოჩენას მოჰყვება ხოლმე, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს მას.

„ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პატივისცემით და სიყვარულით და მას აქვს მოქალაქეების განუზომლად დიდი მხარდაჭერა, ეს ფაქტია.

ფოტო: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის თეატრში რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამოზე გამოჩნდა

სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, რამაზ ჩხიკვაძის, საიუბილეო საღამო გაიმართა.

ის, რომ მისი რამდენიმე წუთით თუ საათით გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე რადიკალური ოპოზიციის თუ ტელევიზიების მხრიდან, ესეც მეტყველებს, რაოდენ დიდია მისი ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება მის პოლიტიკაში შემობრუნებაზე საკითხს, არ მგონია დღეს „ქართულ ოცნებას“ ამის საჭიროება ჰქონდეს.

ირაკლი ღარიბაშვილი: „მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონის კონტრიბუცია ქვეყნის განვითარებაში“

ჩვენი რეიტინგი ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში და 2024 წლის არჩევნებზე კიდევ უფრო წარმატებული შედეგი დავდოთ.

ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის“. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამოზე, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები