LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: „მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონის კონტრიბუცია ქვეყნის განვითარებაში“

142
ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

„მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სამ მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის“ საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე პრემიერმა ბიძინა ივანიშვილს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი: უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს, ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა საზოგადოება და ხალხის კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ჩვენს ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება

„პარაგრაფ თბილისის“ ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონი დოლარია და საინვესტიციო ღირებულებების გარდა, რომელიც თავისთავად არის საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი განხორციელებული კონტრიბუცია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის ახალი სერვისების განვითარების სტიმული და რაც მთავარია, ასობით ახალი სამუშაო ადგილი დედაქალაქისთვის.

სალომე ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა

„ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე.“

მე მინდა, განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ამ პროექტის მთავარი ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, მას მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ასეთი მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის.

მე მინდა, მადლობა ვუთხრა „თანაინვესტირების ფონდს“, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აი ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სასტუმრო მალე იქცევა თბილისის სტუმრების საყვარელ ადგილად.

„ნუ ღელავთ, ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება კარგად, რადგან ეს ადამიანი აკეთებს მხოლოდ კარგ საქმეს..“ – ლევან დავითაშვილი

მე ასევე, მინდა ვთქვა, რომ „თანაინვესტირების ფონდი“ უკვე მრავალი წელია, აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში.

რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სამ მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე: 1-ელი ოქტომბერი გამორჩეული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ამ დღეს გაიმარჯვა ქართველი ხალხის ნებამ და სურვილმა – ებრძოლა უკეთესი მომავლისთვის, ამ გამარჯვებაში უდიდესია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელმაც შიშსა და უიმედობაში მყოფ საზოგადოებას დაანახა გზა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები