LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამიას პროცესს ჩეხეთის ელჩი და სხვა საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

270
Untitled design (8)

“მთავარი არხის” დამფუძნებლის სასამართლო პროცესს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართა, საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკაც ესწრებოდა.

ნიკა გვარამიას შემდეგი პროცესი 4 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გაიმართება

პროცესს ასევე ესწრებოდნენ პოლონეთის საელჩოსა და ევროკომისიის წარმომადგენელიც.

პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს ნიკა გვარამიამ მათ მიმართა და მადლობა გადაუხადა:

“მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა – ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახს და ასევე ევროპარლამენტარებს და ელჩებს საქართველოში, რომლებიც აქაც არიან, ვხედავ ჩეხეთის ელჩს, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებს და ევროკომისიის წარმომადგენელსაც.

ძალიან დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის, ინტერესისთვის და ძალიან მკაფიო მხარდაჭერისთვის და მადლობა ქართველ ხალხს, რაც მთავარია იმისთვის, რაც მე ვნახე, ათასობით ადამიანი ევროპული იდეის მხარდასაჭერად”, – განაცხადა გვარამიამ.

ვრცლად პროცესის შესახებ წაიკითხავთ აქ:

აქ ვზივარ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული პერსექტივისთვის ვიბრძვი: გვარამია

“მიხარია, სანდროს და სოფოს რომ ვხედავ… ვგმობ, მოსამართლე ჩხიკვაძის შვილებისა და მეუღლის ბულინგს” – გვარამიამ შვილს და მეუღლეს მიმართა

გვარამია სააკაშვილზე: მინდა, აქედან მოვიკითხო, ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, მასზე ბევრს ვფიქრობ და ძალიან ბევრს ვნერვიულობ

მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა…”ქართული ოცნება” გახდა გოიმობა: ნიკა გვარამია

გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას – მედიის ადვოკატირების კოალიცია

“დეჟავიუ” მაქვს, 10 წლის წინ, როდესაც სათავეში ოლიგარქი მოვიდა, პირველი იყო ნიკა გვარამია, რომელიც დააკავა: გვარამიას მეუღლე

“ოდესღაც იძულებით დაატოვებინეს სოხუმის სახლი… ნიკამ შიშზე დიდი ხნის წინ გაიმარჯვა, ახლა ვეღარაფერი შეარყევს” – რას წერს ხერხეულიძე გვარამიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g