LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვეამაყება, რომ ზაფხულს ვატარებთ საქართველოში – აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

263
elizabed

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში საზეიმო მიღება იმართება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი სტუმრებს მასპინძლობს. მათ შორის არიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მინისტრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

“მე და ჩემს კოლეგებს გვეამაყება, რომ ზაფხულს ვატარებთ საქართველოში”- განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ელიზაბეთ რუდთან ერთად, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. საუბარი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო ურთიერთობებს შეეხო.

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება და ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

 

 

ფოტო: 1tv
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g