LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გველაპარაკეთ ჟესტურ ენაზე” – მთავრობის ადმინისტრაციასთან სმენადაქვეითებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

101
1

მთავრობის ადმინისტრაციასთან სმენადაქვეითებულმა პირებმა აქცია გამართეს.

მოქალაქეები პროტესტს გამოხატავენ სამართალდამცველის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. 

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიტანეს პლაკატები წარწერებით: “გველაპარაკეთ ჟესტურ ენაზე”, “შეწყდეს ყრუების დისკრიმინაცია”, “არა ძალადობას”.

“ძალიან გაბრაზებული ვარ. ვნახე ვიდეო, როგორ შეიძლება? არ შეიძლება. პატარა ბავშვი, ეს ბიჭი 17 წლის არის. ვერ ლაპარაკობს, პოლიციას ვერ უთხრა, რომ სურდა თარჯიმნის მომსახურება.

არა ძალადობას! არა დუმილს! გული მეტკინა. როგორ შეიძლება? რა ვქნათ?”, – უთხრა “ფომულას” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, სამართალდამცველი შშმ პირს ფიზიკურად გუშინ დაუპირისპირდა. ფაქტის ამსახველი კადრები თვითმხილველმა გადაიღო, მოგვიანებით კი ვიდეოკადრები “ტვ პირველმა” გაავრცელა.

კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი 17 წლის ბიჭს.

ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს.

mazda magti 5g