გვენ სტეფანი ელენ დეჯენერესის შოუს სტუმარი გახლდათ, სადაც მომღერალმა გულწრფელად ისაუბრა ბლეიკ შელტონთან რომანზე. სტეფანის განცხადებით, ის იზიარებს აზრს, რომ მისი ბოიფრენდი მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მამაკაცია: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს მართლაც ასეაც“, – განაცხადა გვენ სტფენიმ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჟურნალმა People შელტონი პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.
41 წლის შელტონი და 48 წლის სტეფანი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან. ამ პერიოდში ჯგუფ No Doubt-ის ვოკალისტი მეუღლეს, გევინ როსდეილს დაშოდა, რომლისგანაც მას 3 შვილი ჰყავს. ასევე 2015 წელს განქორწინდა ბლეიკ შელტონიც.