19 ნოემბერს, მომღერალ კოსტა სანიკიძის დაჭრაში ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი კოსტა სანიკიძეს არ იცნობდა.
„კონტაქტურია, პალატაში გადაიყვანენ“ – რას ამბობს ექიმი კოსტა სანიკიძის მდგომარეობაზე
როგორც თამაზ გველესიანი „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნავს, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ასეთ ქმედებას არ ელოდა.
„მეც მერე გავიგე, ეს მეორე რომ იყო [თავდასხმის მცდელობა]. როგორც თქვენ ხართ გაოგნებული, მე უარეს მდგომარეობაში ვარ. ფაქტია, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ასეთ რაღაცას არც მე და არც მისი მეგობრები [არ ველოდით]..
ჩემს შვილს მასთან საერთო სანაცნობო, მეგობრები არ ჰყავდა.
სულ სხვა ტიპაჟია, ვერ იძმაკაცებდა. ეს რომ ამ მდგომარეობაში მყავდა, ფაქტობრივად, მე ვეწექი გვერდით. 6 საათზე სახლში იყო, შემდეგ დამეძინა. 6 საათის შემდეგ გამეპარა“, – ამბობს თავდასხმაში ბრალდებულის მამა.
ცნობისათვის, შემთხვევა 19 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, კოსტა სანიკიძე დედის თვალწინ, საკუთარ სახლში დაჭრეს. მსახიობს მუცლის არეში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
ამავე თემაზე:
„გონზე მოვიდა, ძლიერი ხარ, ძლიერი“ – კოსტა სანიკიძის მეგობარი
„პასუხი უნდა აგოს იმ სადისტმა, ვინც კოსტას დაუშავა“ – ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძის დაჭრაზე