LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვერდზე გადგომა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა გამოსავალი არ არის – სამნიძე

54
ტჯნეტყ

ჩვენ არ ვთვლით, რომ გამოსავალია გვერდზე გადგომა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, ისევე როგორც არ მიგვაჩნია, რომ მანდატების დატოვება სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გააკეთა. მისივე თქმით, მათი ფრაქციაც ითხოვს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 თვეა შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. თუმცა მიაჩნია, რომ გამოსავალი არ არის ბოიკოტი.

“არ ვაპირებთ გავაგრძელოთ საპარლამენტო ცხოვრება” – ფრაქცია „ლელო“ ბოიკოტს აცხადებს

„ეს სწორედ „ქართულ ოცნებას“ უქმნის ძალიან კომფორტულ ვითარებას, რომელსაც ჩვენ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, უნდა შევუქმნათ ძალიან მძიმე პირობები იმისთვის, რომ მათ ვერ გაბედონ იმ ტიპის უტიფარი განცხადებების გაკეთება, რაც გვესმის ყოველდღიურ რეჟიმში.

ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბრძოლის მომენტში, როდესაც ჩვენ მოვიპოვებთ რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენ გვქონდეს სრულია პროპორციული დაბალი ბარიერით სისტემა, რომელზე პასუხისმგბელობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ეს საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე არის ერთი მოსმენით მიღებული. თუ ჩვენ არ მივიღეთ ეს ცვლილებები და ამის საბაბი გახდა ოპოზიციური პარტიები, მაშინ დარჩება 120/30-ზე სისტემა, რითაც „ოცნება“ გარანტირებულად დარჩება ხელისუფლებაში“, — განაცხადა სამნიძემ.

mazda magti 5g