LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვიანი ორსულობა – 42 წლის ლეტიცია კასტა მეოთხე შვილს ელოდება

1034
leticiakasta2021

ევროპული მედია წერს, რომ ლეტიცია კასტა ორსულადაა. ამის დასტურად გამოცემა „ვოისი“ მსახიობის ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც პარიზშია გადაღებული და სადაც კარგად ჩანს მისი მომრგვალებული მუცელი. ფრანგ სუპერმოდელსა და მის მეუღლეს, 37 წლის ლუი გარელას უკვე ჰყავთ გოგონა სელინი, რომელიც მათ სენეგალში იშვილეს. ასევე კასტას წინა ქორწინებიდან ჰყავს 19 წლის ქალიშვილი სატინი და 14 წლის ვაჟი ორლანდო. ლეტიციასა და მის მეუღლეს დიდი ხანია სურდათ კიდევ ერთი შვილი და ეს გვიანი ორსულობა წყვილისთვის დიდი ბედნიერებაა.

ლეტიცია და ლუი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან, 2017 წელს წყვილმა ოფიციალურად იქორწინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები