ისრაელის მოსახლეობა ფაიზერით სრულად არის აცრილი. თუმცა ქვეყანაში დელტაშტამი დაფიქსირდა და შეზღუდვებს კვლავ აწესებენ. ნიშნავს, თუ არა, ეს რომ „ფაიზერის“ ვაქცინა დელტაშტამს ვერ უმკლავდება და მისგან ვერ გვიცავს? – ამ კითხვით „ფორტუნამ“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს მიმართა.
„მედიცინაში ვერც ერთი წამალი ვერ იცავს 100 % -ით და შესაბამისად ვერცერთი ვაქცინა ვერ იცავს ადამიანებს ვირუსისგან 100%-ით.
თუ არ ვცდები, 16 ვაქცინა არის ამ დროისთვის მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. არცერთ მათგანს არ აქვს სრული დაცვა. აქედან გამომდინარე, ისრაელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დამატებით შეზღუდვები შემოიღო და დახურულ სივრცეებში კვლავ პირბადის ტარება დააწესა.“ , – აღნიშნა გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე.