LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გვინდა, რომ მთელს ერს გვემღერებოდეს, ჩვენი მიზანიც ესაა” – ვახო ბიჭიკაშვილი, გელა დონაძე და ლევან ჭუბაბრია სტუმრად ,,არ დაიდარდოში”

45
bijikashvili202117

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინოდუდუკიქალები ვახო ბიჭიკაშვილი, გელა დონაძე და ლევან ჭუბაბრია სტუმრობდნენ სიმღერების ცოცხალით შესრულებით, გადაცემის ბოლოს კი შედგა სიმღერის  ,,სიყვარულო”  პრემიერა ვახოს შესრულებით, რომლის არანჟირების ავტორი პაატა სილაგაძეა.

შემოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯები, რომ გავიხსენოთ?

ვახო ბიჭიკაშვილი:

მივესალმები რადიო ”არ დაიდარდოს” ჩემს საყვარელ მსმენელს და ემიგრანტებს, რომლებიც ხშირად გვისმენენ. პირველად 15 წლის ასაკში რადიო 105-ში დავიწყე მუშაობა. შემდეგ გავიცანი თემო მჟავია, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი მანსანკანს, უნივერსიტეტის ჯგუფში. მოვხვდი საქართველოს ნაკრებში და მიწევდა გასტროლებზე სიარულიც. ვმეგობრობდი ალეკოსთან, დიდი ხნის ნაცნობობა მქონდა ვანოსთან და მიშასთან, აქედან  მოვხვდი დიდ ავიაციაში, ტელევიზიაში. მაყურებლის სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია,  ამისთვის კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

შენი პირველი სიმღერა, რომლის პრემიერაც შედგა ჩვენს ეთერში იყო ”მალინა”.. შექმნის ისტორიაზე, რომ ვისაუბროთ?

სიმღერის ინსპირაცია გრიგალაა, მგონი ყველა ვიცნობთ უკარგეს ადამიანს კახა გრიგალაშვილს, მისი საფირმო ფრაზა იყო ”მალინა, მალინა”.

გელა დონაძე:

კახას ძალიან უყვარს საინტერესო, სახალისო ფრაზების სოციალურ ქსელში გამოქვეყნება. ერთ დღესაც დაწერა ”მალინა,მალინა”, ყველას აინტერესებდა თუ რას ნიშნავდა ეს. აქედან წამოვიდა სიმღერის შექმნის იდეაც.

როგორია სიმღერის ,,უდარდელა” ისტორია?

ამ სიმღერის ძველი ვერსია მქონდა მოსმენილი, ანსამბლი ,,ენგურის” შესრულებით. შევცვალეთ მხოლოდ ერთი მონაკვეთი ჩემი მეუღლის გამო ”გოგო მიყვარს მოხდენილი, თმა ხუჭუჭა ოქროსფერი” და გავაკეთეთ თანამედროვე ქავერი, თუმცა რა თქმა უნდა ქალბატონი მარინა კახიანის შესრულება დავტოვეთ. თითქმის ყველა სიმღერაში მაქვს გამოყენებული ძველი ვერსია, რადგან მათ დიდ პატივს ვცემ.

და ბოლოს სიმღერის  პრემიერა..

სიმღერის შექმნის ინსპირაცია გახლავთ ლევან ჭუბაბრია. ალბათ ყველამ იცით, რომ აქტიური მომხმარებელი ვარ ”ტიკტოკის”, ერთ-ერთ ტრენდს  ეს მუსიკა ედო ფონად, რომელიც მეც გადავიღე. ძალიან მალე კი 150 000 ნახვა ჰქონდა. ვიფიქრეთ, რომ თანამედროვე ქართული გაქავერება მოუხდებოდა. პაატა სილაგაძის გარეშე ვერ ვსუნთავ, რომ არა ის ახლა აქ არ ვიქნებოდი. ამ სიმღერაზეც მასთან ერთად ვიმუშავე. ჩემმა მეგობრებმა თომა მაჩიტიძემ და ლაშა მარგველაშვილმა დამიწერეს ტექსტი, ვაპირებთ ვიდეოს გადაღებასაც, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ამასაც მოვახერხებთ. ასევე ვაკეთებთ ახალ პროექტს  ”სტუდია 11”-ში, სადაც იგეგმება ლაივ სტრიმი. უამრავი უნიჭიერესი მომღერალი ჰყავს საქართველოს, თუნდაც ქუჩის მუსიკოსები, რომლებსაც ჩვენ სრულიან უანგაროდ დავეხმარებით. გვინდა, რომ მთელ ერს გვემღერებოდეს, ჩვენი მიზანიც ესაა.

 

ვახო ბიჭიკაშვილი – სიყვარულო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ვახო ბიჭიკაშვილი, გელა დონაძე & ლევან ჭუბაბრია – ჩემი თბილისის საღამო & ჩემი გმირი. Live

 

ვახო ბიჭიკაშვილი, გელა დონაძე & ლევან ჭუბაბრია – პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა. Live

 

ვახო ბიჭიკაშვილი გელა დონაძე და ლევან ჭუბაბრია.

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g