LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვიწვევენ, რომ რუსთაველზე მოხდეს სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ – უცნობი

85
უცნობი

„ევროპის მოედანზე“ მომღერალ გია გაჩეჩილაძის ორგანიზებით „მდუმარე აქცია“ იმართება. შეკრებილ საზოგადოებას უცნობმა მიმართა.

„ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ და იცით რატომ? ის არის უფალი და ვერ ხვდებიან ეს მანქურთები, რომ უფალს ვერ მოკლავ.

„გვსურს დავაფუძნოთ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე! ეს დღე უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად რათა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ხალმა შეძლოს საკუთარი ნების დაფიქსირება!“, – აღნიშნა უცნობმა.

უცნობით თქმით, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ ადამიანები, რომელსაც არაფერს ეკითხებიან.

„აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან. აი, საქართველო, რომელიც ამდენი ხანია, ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება, აი, საქართველო, რომელსაც უყვარს, რომელსაც ცრემლი მოსდის ყველაფერზე, რაც ხდება, აი, საქართველო ლუკა რაზიკაშვილის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის. აი, ეს არის საქართველო სტუმარ-მასპინძლის, „აი იასი“, „ვეფხვისტყაოსნის“, დიმიტრი უზნაძის, ნიკო მუსხელიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, სერგო ზაქარიაძის, სესილია თაყაიშვილის, იპოლიტე ხივიჩიასი, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ დოდაშვილის, სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, მირზა გელოვანის, რეზო თაბუკაშვილის და სხვების და სხვების.

 

 

“ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ და იცით რატომ? ის არის უფალი და ვერ ხვდებიან ეს მანქურთები, რომ უფალს ვერ მოკლავ ვერა. ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დადაბდეს ისეთ ადამიანებს, რომელიც ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ. დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ, საქართველო, ეს ჩვენ ვართ, სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა. ეს საქართველოა „მრავალჟამიერის“, „ჩაკრულოსი“, ეს საქართველოა „შენ ხარ ვენახის“ და ზუსტად ეს საქართველოა მარადიული. მინდა, მივმართო მანქურთებს, მორჩა, ეს არის თქვენი დასასრულის დასაწყისი“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გია გაჩეჩილაძემ იქ შეკრებილებს მიმართა, რომ ეს არის „ინტელექტუალური პროტესტი“.

„გადავინაცვლებთ დედაენის ბაღში, სადაც დავიცავთ ჩვენს ენას და ზუსტად იქ დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს. ამათ ძალიან უნდათ, გვიწვევენ რომ რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა.

ყველამ დაინახა ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად, 1 დღით არ აიღეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არაუშავს. ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ. ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და ასე ვიქნებით, ყოველთვის,” – განაცხადა უცნობმა.

ადგილზე შეკრებილები ევროპის მოედნიდან მსვლელობით საპატრიარქოსთან მიდიან, საბოლოოდ კი ღონისძიება „დედაენის ბაღში” დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები