LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზავნილები ევროპარლამენტარების მხრიდან, სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული: კარლ ჰარცელი

80
კარლ ჰარცელი

“მოდის კონკრეტული, ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები.” – განცხადებას, რომელიც ევროპარლამენტარებმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ ერთობლივად გაავრცელეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი ეხმიანება.

კარლ ჰარცელი ამბობს, რომ გზავნილები ევროპარლამენტარების მხრიდან, ქართულმა პოლიტიკურმა მხარეებმა სერიოზულად უნდა აღიქვან:

“მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. უბრალოდ გეტყვით, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული, ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.” – თქვა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარებმა, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

ევროპარლამენტის წევრები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების მხრივ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.

უფრო ვრცლად, წაიკითხავთ აქ:

დამნაშავეა როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებული პასუხისმგებობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას: ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით: ევროპარლამენტარები

კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას: ევროპარლამენტარები

 

პოპულალურები