გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები უახლესი ტექნიკით განხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება 3 წლის ვადით გაუფორმდათ.
”ამ სახის ხელშეკრულებებმა კომპანიებს გაუჩინა სტაბილური ფინანსური შემოსავალი და ხელი შეუწყო მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და ზრდას. კონტრაქტორმა კომპანიებმა უკვე შეიძინეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი 21 ერთეული გერმანული და ავსტრიული ტექნიკა. განახლებული ტექნიკა გზის წმენდისას არ აზიანებს საფარს, სამუშაოები ხორციელდება გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად. აღნიშნულმა გრძელვადიანმა ხელშეკრულებებმა, შესაძლებლობა მოგვცა, ეფექტიანად მომხრადიყო მკაცრი ზამთრისა და სტიქიური მოვლენების პირობებში, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებლად, ხელშეკრულება 3 წლის ვადით, 22 კომპანიასთან გაფორმდა, მათი საერთო ღირებულება 200 მილიონ ლარამდეა.