LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ შეზღუდულია

52

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის ამ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის (ავტობუსი, მიკროავტობუსი, სატვირთო, მსუბუქი ავტოტრანსპორტი და სხვა) მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ასევე თავისუფალია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რაც შეეხება გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g