LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს – მადლობა ყველა სამხედროს, რომელიც არ გაიყიდა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა: მიხეილ სააკაშვილი

175
მიხეილ სააკაშვილი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილით ეხმიანება.

როგორც გავრცელებულ წერილში სააკაშვილი წერს, „ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს“.

ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა – ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან

მელია: თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც წლების განმავლობაში, „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები სააკაშვილს აბრალებდნენ

„ჰააგის გამოძიება ქართველების მისამართით ხელოვნურად იქნა ინიცირებული 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. მათ ხელახლა გახსნეს ეს საკითხი მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პროცედურა გვქონდა მორჩენილი 2012 წელს. 2015 წელს ეს რომ გავიგე თავზარი დამეცა. ამის შემდეგ ხდებოდა დამუშავება ქართველი სამხედროების, რათა როგორმე გამოსულიყვნენ ჩემზე. ამის საპასუხოდ მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვანი იურისტების ჯგუფი ვაიამ ახავანის ხელმძღვანელობით და 2020 წელს ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ ალტერნატიული მოხსენება, რომლის არგუმენტები გაიზიარა საბოლოო ჯამში პროკურორმა.

ნამდვილად ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი არ ასრულებდა რუსეთის დავალებას. ძალიან პატრიოტულად და თავდადებით იმუშავა ოცნების იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც თვითონ დევნილია აფხაზეთიდან.

მოკლედ, ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს.

რაც შეეხება ჰააგას, დიდი მადლობა გენერალ ყურაშვილს და გოგავას და ყველა იმ სამხედროს, რომელიც არ გაიყიდა და არ მისცა საქართველოს, სამხედრო ხელმძღვანელების და ჩემს წინააღმდეგ ჩვენება, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თქვენი ვაჟკაცობა შერჩება ისტორიას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ჰააგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სიმართლე თავიდან ბოლომდე არის საქართველოს მხარეს: რატი ბრეგაძე

„რეალურად, მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ, მხოლოდ 3 ადამიანზე გადატეხა თავიდანვე გაუგებარი იყო, უნდა დამდგარიყო რუსი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხიც“ – უჩა ნანუაშვილი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

magti 5g