LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

148
amindi

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი ჰაერის მასებით.

დღეს, საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +16, +21°; მაღალ მთაში ღამით -7, -2°, დღისით +13, +18°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე, დღისით +17, +22°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით +8, +13°.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g