LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ“ 15 000 PCR ტესტი შეიძინა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცემა

228
Photo 1

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამსოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, COVID 19-ის ვირუსთან ეფექტური ბრძოლისათვის საჭირო 110 000 ლარზე მეტი ღირებულების 15 000 PCR- ტესტი შეიძინა, რომელიც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა.

“ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად მოლაპარაკებას აწარმოებდა გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Roboklom GmbH-თან. გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ მომენტში პსრ ტესტებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა მსოფლიოში, მისი შეძენა და მწარმოებელი ქვეყნებიდან ექსპორტზე გატანა უკიდურესად რთულია, თუმცა გერმანიაში ჰადელბერგცემენტის სათაო ოფისის ჩართულობით შეთანხმება შედგა.

ტესტების პირველი ნაწილის ჩამოტანა ფრენების არარსებობის პირობებეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით 27 აპრილს გახდა შესაძლებელი, მეორე ნაწილი კი შემდეგი ორი კვირის განმავლობაში იქნება მოწოდებული მწარმოებლის მიერ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს შენაძენი დიდ დახმარებას გაუწევს პანდემიის წინა ხაზზე მებრძოლ მეცნიერებს და მედიკოსებს, შესაბამისად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პანდემიის საბოლოო დამარცხებაში,”- აცხადებენ ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g