LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰალკიდიკი – როგორია დასვენება ოლიმპიური ღმერთების კუნძულზე – ,,ბონ ვოიაჟი”

180
cover (2)

მითოლოგიის თანახმად, ეს იყო ადგილი სადაც გაიმართა უზარმაზარი ბრძოლა, რომელშიც ერთმანეთს ზევსი და სხვა ოლიმპიური ღმერთები გეას და ურანის შვილები დაუპირისპირდნენ. ენცელადუსი, გიგანტების ლიდერი, ცოცხლად დაკრძალეს კასანდრაში. იმის გამო, რომ ის ზოგჯერ ცდილობს თავის საფლავიდან გათავისუფლებას, მიწისძვრების წყაროა მთელ რეგიონში. ამ ლეგენდის გარდა საბერძნეთის ამ ნაწილზე სხვასაც ბევრს მოისმენთ.

ერთ-ერთი თქმულების თანახმად, უძველეს დროში ტიტანებს – სიტონს და ათონს – ქალთევზა პოლინა შუყვარდათ და ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, ვერაფრით გადაწყვიტეს, იგი ვისი საკუთრება უნდა გამხდარიყო. მათი დავა ხანგრძლივად გაგრძელდა, რამაც ზღვის ღმერთი პოსეიდონი უსაზღვროდ განარისხა. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, მან თავისი სამკბილა განრისხებულმა მოიქნია, რის გამოც კუნძული პოსეიდონის სამკბილას დაემსგავსა.

ბონ ვოიაჟი,როგორც მიხვდით ჰალკიდიკიზე გეპატიჟებათ.

 ნახევარკუნძულს მარმარილოს ზღვაში შეჭრილი სამი ნაწილი აქვს, რომლებსაც ფეხებს უწოდებენ და ყველა მათგანს თავისი სახელი აქვს. კასანდრას კბილმა მიიღო სახელი მაკედონიის მეფის კასანდროსისგან. სითონიას სახელი ეწოდა ზღვის ღმერთის, პოსეიდონის ვაჟის, სითონის პატივსაცემად, ხოლო ათონის მთას სახელი დაერქვა გიგანტი ათოსის გამო. დღეს, ეს კურორტი თავისი კამკამა წყლითა და ეგზოტიკური პლაჟებით ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტების სამიზნეა. მასზე მოსახვედრად სალონიკის აეროპორტიდან ჰალკიდიკის ავტობუსის სადგურზე უნდა მიხვიდეთ და იქიდან ადგილობრივი ავტობუსით დაახლოებით 1.50 წუთში ნახევარკუნძულზე იქნებით.

 ჰალკიდიკი ცნობილია თავისი სუფთა პლაჟებითა და მშვიდი ზღვით.შემორჩენილია რამდენიმე უძველესი ქალაქის ნანგრევი, არის არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მუზეუმები. ყველაზე გამორჩეული კი ისტორიული ათონის სამონასტრო კომპლექსია. ათონის მთა წმინდა ადგილია და თითქმის სრულად არის დასახლებული ბერებით, რომლებიც მთის ფერდობებზე მდგარ 20 ისტორიულ მონასტერსა და პატარ-პატარა, იზოლირებულ დასახლებებში მკაცრად განსაზღვრული სამონასტრო გრაფიკით ცხოვრობენ.ნახევარკუნძული 60 კილომეტრის სიგრძის მიწის ზოლია და მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტთან დაკავშირებულია, მასზე გადასვლა მხოლოდ ნავით შეიძლება. ნაპირზე გადასვლა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ და თანაც მხოლოდ მათ, ვინც ოთხი მთავარი მონასტრის სამდივნოს ნებართვას მიიღებს. აქ დაცული ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე დაგროვილი ხელოვნების ნიმუშები და დოკუმენტები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. დღეს ვიზიტორებს მისი ისტორიის მოსმენა და წყალში შეჭრილი ათონის მთის კომპლექსის მონახულება ტურისტული კრუიზით შეუძლიათ,რომელიც სხვადასხვა ტიპის სერვისსა გთავაზობთ ფასის მიხედვით.

რაც შეეხება გართობასა და დასვენებას: ყველაზე აქტიური პირველი ფეხი კასანდრაა,სადაც ყველაზე მეტ კაფე-ბარებს,რესტორნებსა და სასტუმროს შეხვდებით. სითონია ნაკლებად ხმაურიანია,თუმცა აქ ყველაზე ლამაზ სანაპიროებსა და პორტებს შეხვდებით. მესამე ფეხი კი ათონის მთაა და ტურისტულად ყველაზე ნაკლებად დატვირთულია ღამის გათენებისა და გართობის მხრივ,თუმცა მას სანახავად ყოველდღიურად კრუიზითა და უამრავი ადამიანი სტუმრობს. ჰალკიდიკიზე შეგიძლიათ ბევრი საინტერესო ტურით ისარგებლოთ,მათ შორის არის ღვინის ტურები, ეწვიოთ სხვადასხვა საოცარ კუნძულს და დააგემოვნოთ უგემრიელესი ზღვის პროდუქტები ადგილობრივ ტრადიციულ გიროსა და სუვლაგისთან ერთად. ტემპერატურა ზაფხულში საკმაოდ მაღალია და 40 გრადუსზე ზემოთ ხშირად ადის. ჰალკიდიკი არისტოტელეს სამშობლოა. იგი განთქმულია პეტრალონის გამოქვაბულით, ოლინტოსის არქეოლოგიური მღვიმით,რომლის ნახვაც ძალიან შთამბეჭდავია. რაც შეეხება ფასებს, ყველა ტიპის სასტუმროსა და კვების ობიექტს შეხვდებით.

გადაადგილების მხრივ ცოტა სირთულეა,რადგან ადგილობრივად ტრანსპორტი არ მოძრაობს და ძირითადად საუკეთესო გზა ტაქსი ან დაქირავებული მანქანებია. გაითვალისწინეთ,რომ ჰალკიდიკიზე ფულის გადახურდავებას ვერ შეძლებთ,ამიტომ თანხა საბანკო ბარათით,ან ევროში ხელზე იქონიეთ. საერთო ჯამში მშვიდი დასვენებისა და განტვირთვისთვის ეს ნახევარკუნძული ფასითაც და გარემოთიც სწორედ,რომ შესაბამისი დანიშნულებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g