“ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება. ინფორმაციას „ჰამასის“ ერთ-ერთი სამხედრო ფრთის სპიკერი აბუ ობაიდა ავრცელებს.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო სახლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიზანში ამოღებას, სამწუხაროდ ერთ-ერთი სამოქალაქო ტყვის სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელსაც ჩვენ ვიზუალური და ხმოვანი საშუალებებით გადავცემთ“ , – განაცხადა აბუ ობაიდამ.
„ჰამასის“ ინფორმაციით, მათ 100-ზე მეტი მძევალი ჰყავთ.