LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წესები მარტივია: განგაშის დროს თავშესაფარში უნდა შეხვიდე, თუ არ არის – კიბის უჯრედში განთავსდე – ჩემთან არ არის თავშესაფარი და მეც კიბის უჯრედში შევდივარ – ლაშა ჟვანია

906
ფორტუნა - 2023-10-09T234217.568

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია განმარტავს წესებს, რომელიც მოქალაქეებმა განგაშის დროს უნდა დაიცვან.

ჟვანიას თქმით, წესები, რომელსაც ისრაელის მთავრობა ადგენს, მარტივია – განგაშის დროს მოქალაქეები თავშესაფარში უნდა შევიდნენ.

„ღაზას სექტორის სრული ალყა: არა ელექტროენერგია, არა საჭმელი, არა საწვავი“ – ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა

ამასთან, როგორც ლაშა ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, საელჩოს ბოლო 3 დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში აქვს კომუნიკაცია ისრაელის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, ჯარის სამსახურთან და ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

„ის წესები, რის შესრულებასაც ისრაელის მხარე გვთავაზობს, ელემენტარულია. მაგალითად, განგაშის დროს დაცულ თავშესაფარში უნდა შევიდნენ. როგორც წესი, ადამიანს ერთი წუთი და წუთ ნახევარი აქვს, რომ მშვიდად წავიდეს თავშესაფარში. შენობაში თუ თავშესაფარი არ არის, მაშინ შენობაში კიბის უჯრედში უნდა განთავსდნენ. თუკი ადამიანი შენობის ბოლო სართულზე ცხოვრობს, ერთი სართულით დაბლა უნდა ჩავიდეს – კიბის უჯრედში, ასე ვაკეთებ მე. სადაც მე ვცხოვრობ, არ არის თავშესაფარი, არ არის ახალი შენობა, ამიტომ ერთი სართულით დაბლა ჩავდივარ და კიბის უჯრედში შევდივარ, ასე ველოდებით განგაშის დასრულებას“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამასთან, საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ზოგად ვითარებაზე, მისი თქმით, რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა შორ მანძილზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მისივე თქმით, საომარი მდგომარეობა მხოლოდ ერთ რეგიონს ეხება.

„დღეს უკვე აიკრძალა 50-ზე მეტი კაცის შეკრება. კაფეები, რესტორნები, სუპერმარკეტები შეზღუდულ რეჟიმში მუშაობენ. გზაზე გადაადგილება აკრძალული არ არის, მაგრამ რეკომენდაციაა, რომ შორ მანძილებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, მაგრამ ერთ კონკრეტულ რეგიონს ეხება. დღეს ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, თელ-ავივსა და მის მიმდებარე ქალაქებში იყო განგაში და ყველანი იძულებულები ვიყავით, თავშესაფარში შევსულიყავით. აუცილებელია დავემორჩილოთ განგაშს“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები