ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა და კომპრომისზე წასვლას არ აპირებს“.
„რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება.. გამარჯვებისკენ გზაზე ვართ და არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. კომპრომისზე არ წავალთ და არ გავჩერდებით!“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ბოლო შეხვედრის დროს მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უთხრა, რომ „ეს არა მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ თქვენი ომიცაა“.
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე არ განვახორციელებთ ყველა მიზანს