LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰანს კლუგეს დღეს მივმართე, რომ სასწრაფოდ ჩაერიოს ამ საკითხში… შევიდეს და მოინახულოს მზია ამაღლობელი“ – ანა დოლიძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა

133
ანა დოლიძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რათა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მოშიმშილე მზია ამაღლობელის საქმეში სასწრაფოდ ჩაერიოს.

საია: „უკანონო პატიმრობაში მზია ამაღლობელი მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს… მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“

ანა დოლიძის განცხადებით, გაერო არის ის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ბერკეტები, ამ ვითარებაში, სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს:

„ქვეყანაში ეროვნული დონის საგანგებო ვითარებაა შექმნილი. 50 პოლიტპატიმარია და მათ შორის ერთ-ერთი მზია ამაღლობელია, რომლის ჯანმრთელობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. ინფორმაცია გვაქვს იურისტებისგან, რომ მე-16 დღეა შიმშილობს. 16-დღიანი შიმშილობა ყველა ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი დარტყმაა. დღეს მე მივმართე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც გაეროს ნაწილია. საქართველო არის გაერო-ს წევრი, ყოველ წელს 200 ათას დოლარს იხდის სახელმწიფო, რომ გაერო-ს წევრი იყოს. ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორი არის ცნობილი ექიმი, ჰანს კლუგე, დღეს მივმართე, რომ სასწრაფოდ ჩაერიოს ამ საკითხში. ასევე, მას საშუალება აქვს, შევიდეს და მოინახულოს მზია ამაღლობელი. გაერო-ს რამდენიმე დაწესებულება აქვს, რომელსაც ეს შეუძლია. ელემენტარული ჩარევაა, რომელიც დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება.

მზია ამაღლობელის სიცოცხლე პოლიტიკური აქტი და ხუმრობა არ არის, მართლაც საგანგაშო ვითარებაა. მსოფლიოში ცნობილია, მათ შორის, ბრიტანეთში ფაქტები, როდესაც შიმშილობისგან ადამიანი დაიღუპა. არ შეიძლება იმით, რომ ვითომ ინფორმაცია არ ვიცით და ვიღაც „მაგარი ბიჭების“ როლს თამაშობს, ამ ადამიანის სიცოცხლე შევწიროთ. ყველა ზომა უნდა მივიღოთ. გაერო არის ის, რომელსაც დღეს აქვს ბერკეტები, ამ ვითარებაში სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

„მზია ამაღლობელის განცხადებით, თავს ნორმალურად გრძნობს – აგრძელებს შიმშილობას და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს“ – ადვოკატი

ცნობისათვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული, უკვე მე-17 დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

„მისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ გაუგონარი იყო. სისტემას შეეძლო, ის გარეთ დაეტოვებინა, მაგრამ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. იმიტომ, რომ ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვს სისტემას“ – გიორგი გახარია მზია ამაღლობელზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g