„კატეგორიულად არ შეესაბამება [სიმართლეს]. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ“, – ამ განცხადებით ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დასმულ შეკითხვას უპასუხა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩართული ნახოს და ევროკომისიის მოსაზრებაზე ზეგავლენა სწორედ ამან მოახდინა:
„ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად.
არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს.“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.