LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰარი პოტერის“ ავტორი კორონავირუსით დაზარალებულებს მილიონ ფუნტს გადაურიცხავს

525
BeFunky-collage (2)

ინგლისელი მწერალი, ჯოან როულინგი „კოვიდ-19“-ით ყველაზე მეტად დაზარალებულებისთვის მილიონ ფუნტს გადარიცხავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როულინგმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა განცხადება, სადაც განმარტა, რომ თანხა ორ ნაწილად გაიყოფა. ნაწილი უსახლკაროთა დახმარებას მოხმარდება, ნაწილი კი, ლტოლვილებისთვის და ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისთვის იქნება განკუთვნილი.

”დღევანდელ სამყაროში ბევრი ადამიანი კარგავს საყვარელ ადამიანებს. კრიზისი ყველაზე მძიმე დარტყმაა ღარიბი და დაუცველი ადამიანებისთვის,”- წერს როულინგი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g