კინოკომპანია „ვორნერ ბროსმა” მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო, რათა შეექმნა ჯადოსნური ქალაქი „ჰარი პოტერის” ახალი სიუჟეტის გასაცოცხლებლად. ქალაქის მშენებლობა Leavesden Studios-ს ბაზაზე მიმდინარეობს ანუ სწორედ იქ, სადაც სხვადასხვა დროს, „ჰარი პოტერის” საკვანძო სცენები გადაიღეს.
ახალ ქალაქში იქნება არა მხოლოდ საკულტო ლოკაციები ჯოან როულინგის წიგნიდან, არამედ სკოლა დამწყები მსახიობებისთვის, სამედიცინო ცენტრი, ცხოველთა თავშესაფარი და სხვა ლოკაციები. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ შემოქმედებითმა გუნდმა სრულად შეიგრძნოს „ჰარი პოტერის” ჯადოსნური სამყაროს ატმოსფერო.
ახალი სერიალის რეჟისორი, მარკ მაილოდია. სერიალში უკვე დაამტკიცეს მთავარ როლებზე ჯონ ლიტგოუ, ჯანეტ მაკტირი, ნიკ ფროსტი, ლუკ ტალონი, პოლ უიტჰაუსი და სხვები.
პირველი სეზონის პრემიერა 2027 წელს დაიგეგმა. სულ სერიალს შვიდი სეზონი ექნება და მისი გადაღებები 10 წელს გასტანს.




