LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილზმა ახალი ალბომი დააანონსა

162
download (2)

როგორც მოსალოდნელი იყო, ჰარი სტაილზმა ახალი ალბომი დააანონსა. სპეკულაციას საფუძველი იმის შესახებ, რომ არტისტი მსმენელს სიახლეს უმზადებდა 27 დეკემბერს ჩაეყარა, როცა მომღერლის YouTube არხზე მოულოდნელად ვიდეო – Forever, Forever გამოქვეყნდა.

მუსიკალური რგოლი, რომელშიც შემსრულებელი პიანინოზე უკრავს, 2023 წლის 22 ივლისს იტალიაში გამართული კონცერტის კადრებს აერთიანებს. ვიდეოში განსაკუთრებით თვალშისაცემი დასასრული აღმოჩნდა, როცა კადრში წარწერა – WE BELONG TOGETHER გამოჩნდა. იგივე ფრაზა ცოტა ხნის წინ ბილბორდებზეც განთავსდა, რაც ფანებმა აღიქვეს როგორც გზავნილი მუსიკოსის ახალი პროექტით დაბრუნების შესახებ.

სტაილზმა დიდხანს აღარ დააყოვნა და ახლახან განაცხადა, რომ მეოთხე სტუდიური ალბომი – Kiss All the Time. Disco, Occasionally 6 მარტს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ჰარი სტაილზის ბოლო დისკი – Harry’s House, რომლისთვისაც სამი ,,გრემი” დაიმსახურა, 2022 წლით თარიღდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები