ჰარისონ ფორდმა უცნობი ქალბატონის გადაარჩენა მოახერხა. ინციდენტი 19 ნოემბერს კალიფორნიის ქალაქ სანტა-პოლაში მოხდა. ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მსახიობი ამ დროს თავად მართავდა ავტომობილს და ინციდენტს შეესწრო. ფორდმა მალევე მოახდინა რეაგირება და ქალბატონი მანქანიდან ამოიყვანა. თვითმხილველებმა ამ ფაქტის ამსახველი ფოტოს გადაღებაც მოახერხეს და ცხადია, ფოტოები ინტერნეტში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ჰარისონ ფორდი „ოსკარის“ ოთხგზის ნომინანტია. ის „ოქროს გლობუსის“ სპეციალური პრიზისა და საპატიო „ცეზარის“ მფლობელიცაა.