ჰარვარდის უნივერსიტეტს „სამეფო კარის თამაშების“ კურსი დაემატა, რომელიც ჯორჯ მარტინის წიგნის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ მიხედვით იქნება.
კურსის სახელწოდება „ნამდვილი „სამეფო კარის თამაშები“: თანამედროვე მითებიდან შუა საუკუნეების მოდელებამდე“ იქნება და მის ფარგლებში სუდენტები გაეცნობიან, როგორ აისახება ნაწარმოები თანამედროვეობაში, ასევე გაევლება პარალელი შუა საუკუნეების ანალოგებთან. ძირითადი მიმოხილვა კი მეფეების ცხოვრების გარშემო წარიმართება.