ძალადობასა და და გაუპატიურებაში ბრალდებულ ამერკელ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდგინდა. ვაინშტაინს ტესტირება ნიუ-იორკის ციხეში ჩაუტარდა, სადაც მისი პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ცნობილი ხდება, რომ პროდიუსერი დროებითი იზოლატორიდან ციხეში გადმოყვანის დროს დაინფიცირდა. ამავე ციხეში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პატიმარს დაუდგინდა.
შეგახსნებთ, რომ სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.