HBO ამერიკელი ბიზნესმენისა და გამომგონებლის, SpaceX-ს, Tesla-ს და PayPal-ის შემქმნელის, ილონს მასკის შესახებ მინი-სერიალს გადაიღებს. სერიალის სახელწოდება SpaceX იქნება, მის პროდიუსერად კი მსახიობი, ჩენინგ ტატუმი მოგვევლინება. სერიალი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეკრიბა გუნდი მასკმა და მიმდინარე წლის მაისში რაკეტა Falcon 1 კოსმოსში გაუშვა.
სერიალში 6 ეპიზოდი იქნება წარმოდგენილი, მას ეშლი ვენსის წიგნის, „ილონ მასკი Tesla, SpaceX – გზა მომავლისკენ“ გადაიღებენ. აღსანიშნავია, რომ თავად 49 წლის მასკი პროექტში მონაწილეობას არ მიიღებს.