ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის სპეციალური პრესკონფერენცია გადაიდო. ევროპელ დიპლომატს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევრო კომისიის ანგარიშზე უნდა ესაუბრა.
ელჩი დოკუმენტის შინაარსის და მასში ასახული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურების განმარტებას გეგმავდა. პრეს კონფერენცია 14:30 წუთზე იყო დანიშნული. მაგრამ, “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შეხვედრა ჟურნალისტრებთან საღამოსთვის გადაიდო, ვინაიდან ბრიუსელი არ ჩქარობს დოკუმენტის გამოქვეყნებას.
