საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას ქმართან, ბილ კლინტონთან ერთად დაესწრება.
20 იანვარს საზეიმო ცერემონიაზე იქნება ჯორჯ ბუში უმცროსი ქმართან, ლორასთან ერთად.
აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი, 92 წლის უფროსი ჯორჯ ბუში კი ინაუგურაციას ვერ დაესწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ის ერთადერთი ყოფილი ცოცხალი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება.
ცერემონია მიიჩნევა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის სიმბოლოდ.