LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰილარი კლინტონმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობა 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს შეადარა

95

The Washington Post-ი ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს შეადარა.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, ორივე შემთხვევაში უცხო ძალა თავს დაესხა აშშ-ს, თუმცა 2016 წლის არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში, პრეზიდენტს არაფერი მოუმოქმედებია.

დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რუსეთის ჩარევა და სხვა ფაქტორები აისახა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში არჩევნების შედეგებზე .

ჰილარი კლინტონმა გააკრიტიკა შარლოტსვილში გასულ წელს ნაციონალისტების საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარ არეულობაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეაგირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g