ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრების პოპ-ჰიმნი ჩაწერეს და ამით ”ფურია როხამ” ევრო 2016-ის ოფიციალური ჰიმნი წარადგინა. იგი შეასრულეს მადრიდის ”რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა და ფლამენკოს ცნობილმა მომღერალმა ნინია პასტორიმ. მისამღერში კი ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც აყვნენ.
სიმღერის ავტორია პოპ-პროდიუსერი RedOne, რომელსაც ენრიკე იგლესიასისთვის, ლედი გაგასთვის და ჯენიფერ ლოპესისთვის აქვს ჰიტები დაწერილი.
რა გამოვიდა ფეხბურთელების ნამღერიდან, აქვე შეგიძლიათ თავად შეაფასოთ.