„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის პრემიერას დაემთხვა ორი პოპულარული გამოცემის, Esquire -ისა და „ვოგის“ ახალი ნომრების გამოსვლა. ორივე მათგანის გარეკანს პოპულარული სერიალის მსახიობები, კიტ ჰარინგტონი და ემილია კლარკი ამშვენებენ.
კიტ ჰარინგტონი Esquire -ის ახალი ნომრის გმირია, სადაც მკითხველი მის ახალ ფოტოსესიას იხილავს. ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი სხვადასხვა ბრენდის კლასიკურ ანსამბლში პოზირებს. რაც ეხება ემილია კლარკს, ის „ვალენტინოს“ ულამაზეს ყვითელ კაბაშია გამოწყობილი.