LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰითროუს აეროპორტიდან ბრიტანეთის ქალაქებამდე მისვლა მხოლოდ ერთ ფუნტად იქნება შესაძლებელი

24

ჰითროუს აეროპორტიდან ბრიტანეთის ქალაქებამდე მისვლა მხოლოდ ერთ ფუნტად იქნება შესაძლებელი.

სამგზავრო კომპანია Megabus-მა ლონდონის საერთაშორისო აეროპორტთან კონტრაქტი გააფორმა და 1 მაისიდან რეგულარულ რეისებს დაიწყებს. კომპანია ბრიტანეთის ყველა ქალაქში ივლის და პირველი რამდენიმე კვირა სერვისის ღირებულება მხოლოდ ერთი ფუნტი სტერლინგი იქნება.

ასევე აღსანიშნავია, რომ Megabus-მა კიდევ ერთი სიახლე დააანონსა, ამიერიდან ლონდონიდან შოტლანდიის მიმართულებით განხორციელებული რეისები აღარ შესრულდება. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი დაბალი მოგება გახდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები