ჰითროუს აეროპორტიდან ბრიტანეთის ქალაქებამდე მისვლა მხოლოდ ერთ ფუნტად იქნება შესაძლებელი.
სამგზავრო კომპანია Megabus-მა ლონდონის საერთაშორისო აეროპორტთან კონტრაქტი გააფორმა და 1 მაისიდან რეგულარულ რეისებს დაიწყებს. კომპანია ბრიტანეთის ყველა ქალაქში ივლის და პირველი რამდენიმე კვირა სერვისის ღირებულება მხოლოდ ერთი ფუნტი სტერლინგი იქნება.
ასევე აღსანიშნავია, რომ Megabus-მა კიდევ ერთი სიახლე დააანონსა, ამიერიდან ლონდონიდან შოტლანდიის მიმართულებით განხორციელებული რეისები აღარ შესრულდება. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი დაბალი მოგება გახდა.