ჰიუ გრანტი მეოთხედ გახდა მამა, მას და შვედ ტელეპროდიუსერს ანა ებერშტეინს გოგონა შეეძინათ. წყვილისთვის ეს უკვე მეორე საერთო შვილია, 2012 წელს მათ ჰიუ ჯონ მუნგო გრანტი შეეძინათ.
55 წლის მსახიობი მისი და ანას პირველი შვილის დაბადებას საგულდაგულოდ მალავდა, რადგან იმ პერიოდში მისგან კიდევ ერთი ქალი იყო ორსულად, ჩინელი ტინგლან ფელიქსი. ტინგლანს გრანტისგან ასევე ორი შვილი ჰყავს, ბიჭის გაჩენამდე მას გოგონა შეეძინა, ტაბიჩუ ჩჟაო ში. როგორც შემდეგ ჰიუ გრანტმა განაცხადა, მეგობარი ქალის ორსულობა მისთვის დიდი სიურპრიზი იყო.
„ბავშვის გაჩენამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ჩემთვის ეს დიდი მოულოდნელობა იყო, არ უარვყოფ, თუმცა ეს მოულოდნელობა ძალიან სასიამოვნოც იყო. ბოლო წლების მანძილზე ყველასგან მესმოდა, რომ დრო იყო, შვილების ყოლაზე მეზრუნა, თუმცა ყოველთვის სამომავლოდ გადავდებდი ხოლმე. ახლა ყველას გირჩევთ, იყოლიოთ შვილი,“- განაცხადა ელენ დეჯენერესთან სტუმრობისას გრანტმა