ავსტრალიელ მსახიობს, ჰიუ ჯეკმანს კანის სიმსივნე 2013 წელს დაუდგინეს. მას შემდეგ, ვარსკვლავი პერიოდულად მკურნალობას უბრუნდება, რადგან დაავადება დროდადრო თავს იჩენს. ასე მოხდა ამჯერადაც, ჯეკმანმა სიმსივნური წარმონაქმნის მორიგი ოპერაცია გაიკეთა.
ოპერაციის შემდეგ მალევე მან „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, ექიმებს მადლობა გადაუხადა და იხუმრა, რომ სახვევის გარეშე ყველაფერი გაცილებით ცუდად გამოიყურება. ჰეშტეგში კი, ჯეკმანმა საზოგადოებას მოუწოდა, ისარგებლონ მზისგან დამცავი საშუალებებით.
A post shared by Hugh Jackman (@thehughjackman) on