ბოლო რამდენიმე თვეა, არ წყდებოდა საუბარი ახლად განქორწინებული ჰიუ ჯეკმანის ახალ გატაცებაზე. 56 წლის ჰიუ წითელ ხალიჩაზე კოლეგას, 49 წლის სატონ ფოსტერს განსაკუთრებულად ექცეოდა და აი, მათი რომანი დადასტურდა.
ჰიუ და სატონი ერთად გვიან ღამით, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებული სეირნობის დროს გადაიღეს. ისინი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
შეგახსენებთ, ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი ფერნისი, 27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. რაც შეეხება სატონ ფოსტერს, ის ორჯერ იყო დაქორწინებული და ერთი შვილი ჰყავს.
ჰიუ ჯეკმანის ყოფილი ცოლი, რომელიც მსახიობმა სხვა ქალში გაცვალა, ამ თემაზე ყველა პოსტს „აჰაჰავებს“