LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუ ჯეკმანმა საყვარელ მეუღლეს რომანტიკული ვახშამი მოუწყო (ფოტო)

76

ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი ფერნესი 1996 წლიდან ქორწინებაში იმყოფებიან და დღემდე ჰოლივუდის ყველაზე ერთგულ წყვილთა სიას ლიდერობენ. ამჯერად მეუღლეები საფრანგეთის დედაქალაქში რომანტიკული ვახშამის დროს გადაიღეს. შეყვარებულები რესტორანთან ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. ჰიუ ჯეკმანი ტყავის ქურთუკსა და ჯინსის შარვალში, ხოლო დებორა, ბეწვით გაფორმებულ ქურთუკში იყო გამოწყობილი. პარიზში ერთ-ერთ რესტორანში მისულ წყვილს სიურპრიზი დახვდა. ჯეკმანი იქ შემთხვევით კაილი მინოუგს გადააწყდა და ამ შეხვედრის ამსახველი ემოციური ფოტოებიც მალევე გავრცელდა ინტერნენტში.

მოგვიანებით 49 წლის ჰიუ ჯეკმანმა და 62 წლის დებორა ლი ფერნესმა წვიმიანი პარიზის ქუჩებშიც გაისეირნეს. შეგახსენებთ, რომ ჰიუ ჯეკმანის მონაწილეობით გადაღებული ბოლო კინოსურათი, „დიდებული შოუმენი“ წელს „ოქროს გლობუსზეც“ იყო წარდგენილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g