LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰობიტის“ პირველი გამოცემა აუქციონზე გაიყიდა – ფასი 43 ათასი გირვანქა სტერლინგია

107
1586

განსაკუთრებით იშვიათი, ჯონ ტოლკინის The Hobbit-ის პირველი გამოცემა, რომელიც სახლის დალაგებისას აღმოაჩინეს, აუქციონზე £43,000-ად გაიყიდა.

წიგნი ბრიტანელმა კერძო კოლექციონერმა შეიძინა და ის ერთ-ერთია იმ 1,500 ორიგინალური ეგზემპლარიდან, რომელიც 1937 წელს გამოიცა. აუქციონის სახლის Auctioneum-ის განცხადებით, დღეს ამ სერიიდან მხოლოდ „რამდენიმე ასეულია შემორჩენილი“. იშვიათი გამოცემა ბრისტოლში, მტვრით სავსე თაროზე აღმოაჩინეს.
ეგზემპლარი ღია მწვანე ტილოს ყდითაა დაფარულია და ილუსტრირებულია შავ-თეთრი ნახატებით, რომლებიც თავად ტოლკინმა შექმნა.

წიგნი ეკუთვნოდა ჰიუბერტ პრისტლის საოჯახო ბიბლიოთეკას – ბოტანიკოსს, რომელიც დაკავშირებული იყო ოქსფორდის უნივერსიტეტთან და გეოლოგის, ანტარქტიკის მკვლევრის სერ რაიმონდ ედვარდ პრისტლის ძმა გახლდათ. Auctioneum-ის ცნობით, სავარაუდოა, რომ ტოლკინი და პრისტლი ერთმანეთს იცნობდნენ კიდეც.

The Hobbit, რომელსაც მოგვიანებით The Lord of the Rings მოჰყვა, მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ეკზემპლარი გაიყიდა და 2010-იან წლებში კინო ტრილოგიადაც გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს Sotheby’s-ზე ჰობიტის პირველი გამოცემა, ტოლკინის ხელნაწერით, £137,000-ად გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები